25 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
ნატა ფერაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს - მას 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ნატა ფერაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. საქალაქო სასამართლომ სამებაში ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე, ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მას სასამართლოს გადაწყვეტილება სახლში ჩააბარეს, რის შემდეგაც აქტივისტს ხელბორკილები დაადეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ საქმეს 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აწარმოებდა.

მუხლი ითვალისწინებდა ჯარიმას 500-დან 1000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე. მოსამართლემ ფერაძე სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა

დღის ამბები