25 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
დანაშაულის აღიარების და ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, პროკურატურა მზადაა, გიორგი ხასიას და აკაკი ჩიქობავას მიმართ არასაპატიმრო ღონისძიება მოითხოვოს

პროკურატურა მზადაა, გიორგი ხასიას და აკაკი ჩიქობავას მიმართ სასამართლო ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართოს, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ. ამის შესახებ "კურიერს" საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განუცხადა.

ბრალდების მხარის წარმომადგენლის თქმით, არასაპატიმრო ღონისძიებაზე შუამდგომლობა ამ ორ პირობაზეა დამოკიდებული.

"გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად ბრალდების მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ბრალდებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი. იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არის პატიმრობა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე", - განაცხადა პროკურორმა "კურიერთან".

გიორგი ხასია და აკაკი ჩიქობავა სამართალდამცველებმა კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების ბიუროს მიერ გამოსახლების დროს დააკავეს.

დღის ამბები