ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ქალაქ ხან-იუნისში "ჰამასის" 2000-ზე მეტი მებრძოლია ლიკვიდირებული. მათ შორის, განეიტრალებულია დაჯგუფების ბევრი მეთაური, ნაწილი გაიქცა, ნაწილიც ისრაელის თავდაცვის ძალებს ჩაბარდა.
ღაზაში გაერო-ს დახმარების სააგენტოს თქმით, კვლავ მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა. შეგახსენებთ სააგენტოს ქვეყნებმა დახმარება მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ის ისრაელმა 7 ოქტომბრის თავდასხმაში ჩართულობისთვის დაადანაშაულა.
კატარის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "ჰამასს" მძევლების გათავისუფლების შეთანხმების პირობები გადაეცემა. ის იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შეტანხმებას დაეხმარება.
ისრაელი კი კვლავ ეწინააღმდეგება მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის ვერსიას და სურს საომარი მოქმედებების განახლების უფლება შეინარჩუნოს.
თავის მხრივ "ჰამასი" შეთანხმებას არ მიიღებს მანამ, სანამ ღაზის სექტორში " ცეცხლი სრულად არ შეწყდება და ისრაელის ჯარი ანკლავს არ დატოვებს.