25 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთ-ერთია მათ შორის, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს დასაქმებას სთავაზობენ - ლევან რატიანის თქმით, 50 ადამიანის მიღება შეუძლიათ

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს, დასაქმების ალტერნატიულ შესაძლებლობას, სახელმწიფო თუ კერძო კლინიკებში სთავაზობს და იმ კლინიკების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების დასაქმებისთვის მზაობას გამოთქვამს.

კლინიკების ჩამონათვალშია: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის რესპუბლიკური, საჩხერის რაიონული საავადმყოფო, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, ინგოროყვას კლინიკა, ჟვანიას კლინიკა, ჯეო ჰოსპიტალსის ქსელი, კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბოკერიას ჰოსპიტალი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, იმედის კლინიკა, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი.

კლინიკების ხელმძღვანელების განცხადებით, მათ სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ და ახალი კადრების მისაღებად მზად არიან.

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკას დაახლოებით 50 თანამშრომლის მიღება შეუძლია, თუმცა ჯერჯერობით კლინიკისთვის არავის მიუმართავს.

"ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ეიჩარის სამსახურს გადავეცით სია, რა თანამდებობაზე რომელი მედპერსონალის აყვანის შესაძლებლობა გააჩნია ჩვენს კლინიკას. დაახლოებით 50 ადამიანზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენთან შეეძლებათ მუშაობის დაწყება. როგორც ვიცი, ჯერჯერობით კლინიკის კანცელარიისთვის არავის მოუმართავს", - განაცხადა ლევან რატიანმა.

დღის ამბები