25 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
ჩვენ გადავწყვიტეთ თავიდან ავიცილოთ საქონლისა და იარაღის გადამზიდავი გემების მიმოსვლა ისრაელამდე - იემენის უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს წევრი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საჰაერო შეტევის ბრძანება ისევ გასცა. ციდან შეტევის ობიექტი ამჯერად "ჰუსიტების" რაკეტ-გამშვები დანადგარები იყო.

მასიური თავდასხმების მიუხედავად, ამბოხებულები კი უკან დახევაზე უარს ამბობენ და კომერციულ გემებზე თავდასხმით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას აპროტესტებენ.

იემენის უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს წევრი, შეიხ სულთან ალ-სამიის განცხადებით, მათი მიზანი, საქონლისა და იარაღის გადამზიდავი გემების ისრაელამდე მიმოსვლის შეფერხებაა. 

"ამერიკულმა და ბრიტანულმა დარტყმებმა ვერ მიაღწიეს მიზნებს. მათ დაბომბეს ცარიელი ადგილები, რომლებიც ადრე სამხედრო ობიექტებს წარმოადგენდნენ, მაგრამ ჩვენ შევცვალეთ მათი ადგილმდებარეობა. ზოგიერთ შემთხვევაში ამერიკულმა და ბრიტანულმა ძალებმა განზრახ დაარტყეს სამოქალაქო ობიექტებს. არის მატერიალური დანაკარგები. უმაღლეს პოლიტიკურ საბჭოს აქვს კონკრეტული პოზიცია ამერიკული აგრესიის მიმართ, რომ იემენი უპასუხებს ნებისმიერ ამერიკულ, ბრიტანულ თუ ისრაელის დაბომბვას, როგორიც არ უნდა იყოს ეს. ჩვენ გადავწყვიტეთ განვახორციელოთ ის, რაც დავიწყეთ - თავიდან ავიცილოთ საქონლისა და იარაღის გადამზიდავი გემების მიმოსვლა ისრაელამდე. ეს არის რელიგიური, ეროვნული, ისლამური და ჰუმანიტარული პოზიცია. ეს არის ჩვენი პოზიცია და დარჩება იმ დრომდე ვიდრე ღაზაში ომი არ შეჩერდება და ყველა შესასვლელი არ გაიხსნება ჩვენი პალესტინელი ძმებისთვის საკვებისა და მედიკამენტების მისაღებად", - აცხადებს შეიხ სულთან ალ-სამიი.

შეგახსენებთ, წითელ ზღვაში ჰუსიტების გემებზე თავდასხმებმა მრავალი კომპანია დააზარალა.

ჰუსიტების თქმით, ისინი პალესტინელების სოლიდარობის ნიშნად მოქმედებენ.

დღის ამბები