25 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
პოლონეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

პოლონეთში ათიათასობით მოქალაქე ქუჩაში გავიდა. დემონსტრანტებმა საზოგადოებრივ მედიაში რეფორმები და ორი პოლიტიკოსის დაპატიმრება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა მოისმინეს პარტია "კანონისა და სამართლიანობის“ დეპუტატების გამოსვლებიც, შემდეგ კი, მსვლელობით, სახელმწიფო ტელევიზიის ოფისებისკენ გაემართნენ.

შეგახსენებთ, ახალმა მთავრობამ სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელობა შეცვალა. მათი თქმით, ეს ბალანსის აღდგენის მცდელობაა, რადგან ისინი წინა ხელისუფლების პროპაგანდას ეწეოდნენ.

ამასთან, პოლიციამ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, ორი პოლიტიკოსი პრეზიდენტის სასახლეში დააკავა.

დღის ამბები