40 წლამდე ჯარისკაცი, რომელიც გორის პირელ ქვეით ბრიგადაში მსახურობდა, დღეს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა.
გარდაცვლილი, წარმოშობით სამცხე-ჯავახეთიდან არის და გორში მსახურობდა. მასზე ძებნა მაშინ დაიწყო, როდესაც ჯარისკაცი დილით სამსახურში არ გამოცხადდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.