25 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
დანიის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

დანიის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. დიპლომატს უწყებაში დღის ბოლომდე ელოდებიან.

ელჩის დაბარებას წინ უძღოდა დანიურ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა.

ანე ტოფტ სორენსენმა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.

დღის ამბები