25 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 206-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 206-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაახლოებით 50 ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

იში-კავას პრეფექტურის მთავრობის განცხადებით, 26 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. შეგახსენებთ, იაპონიაში პირველ იანვარს რამდენიმე მიწისძვრა მოხდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

 

დღის ამბები