ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები, შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას უფასოდ იღებენ.
სამინისტროს განმარტებით, 13 დასახელების ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით, დაბალ ფასად შეიძინა, შედეგად, უწყება პაციენტებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფს.
ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია კიდევ ერთ წამყვან კომპანია "ნოვარტისთან". უახლოეს მომავალში პაციენტები დამატებით 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ.