25 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
მათი ერთადერთი ამოსავალია, რამენაირად ქართულ საზოგადოებაში მართლმადიდებლობა დაამარცხონ - ირაკლი ზარქუა შობის აღნიშვნის თარიღზე
"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუა შეფასებით, შობის აღნიშვნის თარიღის საკითხის განხილვა, მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლაა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება. 
 
"არაფერ შუაშია 7 იანვარს აღვნიშნავ შობას თუ 25 დეკემბერს. აქ არის კონკრეტული დაჯგუფება, დავარქმევდი სექტანტებს, რომლებიც იბრძვიან მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ამათზე არიან აქცენტირებულნი, ეს არის მათი ამოცანა. მათი ერთადერთი ამოსავალი ის არის, რომ რამენაირად ქართულ საზოგადოებაში მართლმადიდებლობა დაამარცხონ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
დღის ამბები