ამერიკული უწყებების ცნობით, ემერონ სთენდ-ჰართი, რომლის ექსტრადირება საქართველოდან შტატებში უკვე განხორციელდა, 11 მძიმე დანაშაულშია ბრალდებული. საქართველოში დაკავებული ამერიკელი პედოფილი წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისი ექსტრადირება შტატებში უკვე განხორციელდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
დაზარალებულთა შორის არიან დაკავებულის არასრულწლოვანი შვილებიც. გამოძიების ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცი იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი.
განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეზე საერთაშორისო ძებნა ამერიკამ 27 ივნისს გამოაცხადა, თუმცა ორი თვით ადრე მამაკაცმა შეერთებული შტატები დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა.
თბილისში თამარაშვილის ქუჩაზე, ის კონსპირაციულად ცხოვრობდა და ადგილობრივებთან თითქმის არ კონტაქტობდა. საბოლოოდ საშიში დამნაშავე ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში დააკავეს.