დედაქალაქში დილიდან საზეიმო განწყობაა - საშობაო სოფელს ყველა თაობის სტუმარი ჰყავს. თბილისში, 3 სხვადასხვა ლოკაციაზე, მოწყობილია ატრაქციონები და კვების ობიექტები.
საშობაო სოფელში მისულ სტუმრებს დახვდებათ ყინულის მოედანი და ზღაპრის გმირები, რომლებიც პატარების განწყობაზე ზრუნავენ. ადგილზე განთავსებულ კოტეჯებში იყიდება ხელნაკეთი ნივთები და საახალწლო საჩუქრებიც.