25 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
საქართველოს ბაზარზე მუსიკალური ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტი შემოდის - "Live Nation" - მა ქვეყანაში შემოსვლა, "Black Sea Arena"-სთან წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ გადაწყვიტა

საქართველოს ბაზარზე მუსიკალური ინდუსტრიის მსოფლიო გიგანტი, Live Nation შემოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო რეგიონში პირველი და ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც Live Nation-ის ეგიდით ჩატარებული ღონისძიებების მასპინძელი გახდება, რითაც დამატებით მოიზიდავს გასართობი ინდუსტრიით დაინტერესებულ ტურისტებს, როგორც რეგიონიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.

Live Nation, ამ დრომდე, მსოფლიოს 40 სახელმწიფოში ოპერირებდა, ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა კი Black Sea Arena-სთან Starring Georgia-ს ფარგლებში რამდენიმე წარმატებული ერთობლივი პროექტის შემდეგ გადაწყვიტა.

ამრიგად, საქართველო Live Nation-ის რიგით 41-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა. ამერიკული მუსიკალური კომპანია მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 45 000-მდე კონცერტსა და 100-ზე მეტი ფესტივალს ატარებს, ეს კი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე სტანდარტების ღონისძიებები დააორგანიზოს და ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მოთხოვნადი არტისტები.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ ვარსკვლავებთან და ჯგუფებთან, როგორებიცაა Madonna, Jay Z, Coldplay, Imagine Dragons და The Killers.

დღის ამბები