რეგიონში სამშვიდობო ინიციატივის მნიშვნელობაზე, სტრატეგიულ ურთიერთობებსა და დინამიურ პარტნიორობაზე საგარეო კომიტეტის წევრებს, თავდაპირველად აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ესაუბრა. ზურა პატარიძე პირველი იყო ვისგანაც კომიტეტის წევრებმა რეგიონში არსებულ მოვლენებსა და გამოწვევებზე ინფორმაცია მიიღეს. ქართველი დიპლომატის თქმით 2023 წელი აზერბაიჯანთან ურთიერთობის მხრივ დატვირთული იყო, ამას კი ის მაღალი რანგის ვიზიტები ადასტურებს, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში არაერთხელ შედგა. უსაფრთხოების კონტექსტის გარდა ელჩის თქმით 2 სახელმწიფო ამ წელს, ეკონომიკურ, საინვესტიციო და შუა დერეფნის გაძლიერებაზე მუშაობის მხრივაც მაღალი ნიშნულით ასრულებს.
ელჩების ინფორმაციით, აზერბაიჯანთან ერთად დიპლომატიური ურთიერთობა მაღალ ნიშნულზეა სომხეთთანაც. დიპლომატიური კავშირების გაძლიერების გარდა მეზობელ ქვეყანასთან გაზრდილია ტურიზმიც. ტურიზმი, წამყვანი მიმართულებაა საქართველო თურქეთის ურთიერთობაშიც. ელჩის ინფორმაციით, ვიზიტორების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა სამ მილიარდს უახლოვდება. ინვესტიციების მხრივ კი თურქეთი ლიდერ სახელმწიფოდ რჩება.
სიტყვით მიმართვების დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა დახურულ ფორმატში გაგრძელდა. სწორედ ამ დროს და კითხვა პასუხის რეჟიმში ჰქონდათ დეპუტატებს შესაძლებლობა მათთვის საჭირო ინფორმაცია მიეღოთ. თუმცა სხდომას დრეს ოპოზიციიდან მხოლოდ გრიგოლ ვაშაძე და რამაზ ნიკოლეიშვილი ესწრებოდნენ.
აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში, საქართველოს ელჩების მოსმენით, საგარეო კომიტეტმა 2023 წლის საქმიანობა დაასრულა.