25 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
"აღნიშნული ქმედება კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევაა" - ირაკლი ლექვინაძე ონკოლოგიური წამლების ხელოვნურად გაძვირებაზე

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 2021-2023 წლის პერიოდში, 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ფასების ფიქსაციას.

მისი განმარტებით, აღნიშნული ქმედება კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევაა და, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს 53 მილიონ ლარამდე ჯარიმის მოცულობის გადახდა დაეკისრათ.

"მოკვლევის ფარგლებში, დადგინდა, რომ 2021-2023 წლის პერიოდში, 4 კომპანიის მიერ, რომლებიც აღნიშნულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობდნენ, ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს ანუ ფასების ფიქსაციას. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულია 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ: კომპანიების მიერ, სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები, ერთი თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ჯამში, კომპანიებს დაეკისრათ 53 მილიონ ლარამდე მოცულობის ჯარიმა", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღის ამბები