25 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
მივესალმები ტარიფის ცვლილებას - ახალ საინვესტიციო გეგმაში საკმაოდ ამბიციური მიზნები გვაქვს გათვლილი - GWP-ის გენერალური დირექტორი ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე

GWP-ს გენერალური დირექტორის, ხოსე მიგელ სანტოსის განცხადებით, საინვესტიციო გეგმით, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდება, კომპანიას ამბიციური მიზნები აქვს. 

"მივესალმები ახალი საინვესტიციო გეგმის დამტკიცებას მომდევნო წლისთვის, ასევე მივესალმები ტარიფის ცვლილებას. ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვის. ახალ საინვესტიციო გეგმაში საკმაოდ ამბიციური მიზნები გვაქვს გათვლილი. ეს მნიშვნელოვანი და კრიტიკული თანხაა საინვესტიციოდ, წყლის სადისტრიბუციო სისტემებისთვის. ეს დაგვეხმარება, განვაახლოთ რამდენიმე ასეული კილომეტრის მილები მომდევნო წლებში. ეს ასევე დაგვეხმარება, შევამციროთ მოხმარების დრო და რაოდენობა", - განაცხადა ხოსე მიგელ სანტოსმა.

1-ლი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება.

დღის ამბები