25 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
უკრაინა ომის პირობებში მეორე ახალ წელს ხვდება - რა შეიცვალა ფრონტის ხაზზე 2023 წლის განმავლობაში

უკრაინა უკვე მეორე ახალ წელს ხვდება ომის პირობებში. დღეს ზუსტად 22 თვე გავიდა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან. რა ხდება ფრონტის ხაზზე ომის დაწყებიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ? მოსკოვს უკრაინის დაახლოებით მეხუთედი აქვს ოკუპირებული. დაახლოებით, ათასკილომეტრიანი ფრონტის ხაზი აღმოსავლეთშია გადაჭიმული. 2023 წელს სურათი არსებითად არ შეცვლილა.

2023 წელი, უკრაინაში დიდი მოლოდინებით დაიწყო. ყველას სჯეროდა და დიდი სურვილი არსებობდა იმის, რომ კიევი მასშტაბური კონტრიერიშის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას გაათავისუფლებდა. სამწუხაროდ, ეს ასე ვერ მოხდა. სამხედრო ექსპერტები და ანალიტიკოსები ამის სხვადასხვა მიზეზზე საუბრობენ. მათ შორის, დასავლეთისგან მიღებული არასაკმარისი დახმარებაა. მეტ შეიარაღებას და დაფინანსებას ზელენსკი მთელი წელია ითხოვს, თუმცა ომი ძვირი ჯდება.

ომი ძალიან ძვირი უჯდება რუსეთსაც, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინს გათვლა დასავლეთის გადაღლაზე აქვს. ის იმედოვნებს, რომ დასავლეთის ერთსულოვნება უკრაინის მიმართ თანდათან დაიშლება და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაინაცვლებს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა საზოგადოებრივი გამოკითხვაც. მოსახლეობის თითქმის ნახევარი ფიქრობს, რომ ვაშინგტონი ზედმეტ თანხებს ხარჯავს უკრაინაზე. ომისთვის მილიარდების დახარჯვის პარალელურად, დასავლეთი ოკუპანტი ქვეყნის მიმართ სანქციებს აფართოებს. ანალიტიკოსების აზრით, დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს. თუმცა, ეს ზომები იმდენად დამაზიანებელი არაა, რომ ამან უკრაინაში მიმდინარე ომზე საკმარისი გავლენა იქონიოს.

ფაქტია, რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო გეოპოლიტიკური ვითარება და წესრიგი შეცვალა. ყველა ქვეყანა სხვადასხვა გეგმას ამუშავებს. გერმანია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ჯარებს უცხო ქვეყანაში მუდმივად განათავსებს. ნატოს წევრი ქვეყნის, 4 800ი სამხედროსგან შემდგარი ბრიგადა ლიეტუვაში, რუსეთის საზღვართან განთავსდება. 2022ი წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატომ პირობა დადო, რომ ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარს გააძლიერებს.

მეორე წელი სრულდება, რაც რუსეთმა უკრაინის დაპყრობა განიზრახა, თუმცა კრემლის ეს მიზანი ისევ შეუსრულებელია. უკრაინას გამარჯვების სჯერა, თუმცა გამარჯვების საფასური, რომ საკმაოდ დიდია ეს ღიად თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 2023 წელი შეაჯამა ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა. ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც რუსეთის აგრესიას, საერთაშორისო მხარდაჭერასა და შეიარაღებას ეხება.

რუსულმა ძალებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 88-ჯერ დაბომბეს ხერსონი. დაიღუპა 4 და დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვია. ოკუპანტებმა დაბომბეს, ქალაქის ცენტრალური ნაწილიც. საარტილერიო ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, შედეგად 87 წლის მამაკაცი და მისი 81 წლის მეუღლე დაიღუპნენ. ცეცხლის ქვეშ მოექცა ჩერნიჰივის, სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიესა და მიკოლაივის დასახლებები. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს მტრის წინააღმდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ყოველდღიურ მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ რუსეთის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატომ პირობა დადო, რომ გააძლიერებს თავის ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე.
II მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, გერმანია ჯარებს უცხო ქვეყანაში მუდმივად განათავსებს. გერმანიასა და ლიტვას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაახლოებით 4 800 გერმანელი სამხედროსგან შემდგარი ბრიგადა ლიტვაში, რუსეთის საზღვართან განთავსდება. ამასთან, ბრიგადა საბრძოლო მზადყოფნაში 2027 წლისთვის იქნება.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ეს შეთანხმება შეადარა ცივი ომის დროს მიღებულ "ისტორიულ" გადაწყვეტილებას, როცა დასავლეთ გერმანიაში მოკავშირეებმა ძალები საბჭოთა კავშირის პოტენციური თავდასხმის შემთხვევაში ევროპის დაცვის მიზნით განათავსეს. გერმანული სამხედრო დანაყოფების უმეტესობა ლიტვაში 2025-2026 წლებში განთავსდება, ხოლო სამხედროებს და მათ ოჯახის წევრებს ექნებათ კარგი პირობები, მათ შორის, უზრუნველყოფილნი იქნებიან გერმანულენოვანი სკოლებით, საბავშვო ბაღებით, საცხოვრებლითა და ფრენით.

დღის ამბები