25 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
ევროკავშირს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა საქართველოს მოქალაქეებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანა ევროკავშირს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

"14 დეკემბერი ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ასრულდა ის ოცნება, რომელიც ჩვენ გვქონდა - ევროკავშირს კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდეთ. მე მინდა, ქართველ ერს, მთელს საქართველოს, თითოეულ მოქალაქეს მოვულოცო ეს დიდი დღე, იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით ერთად დგომით, ღირსებით და არა ცალფეხზე ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით, დამსახურებულად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ბევრს არ სჯეროდა, ბევრი განსხვავებულ პოზიციებზე იყო, მაგრამ იმედია, დღეს წერტილი დაესვა იმ მავლენლობებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ჩვენი ოპოზიციისგან," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები