ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. ამის შესახებ ბორელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
"დღეს ჩვენ ვდგამთ ისტორიულ ნაბიჯს უფრო ძლიერი ევროპული ოჯახისკენ. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკების გახსნით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების გახსნით, მას შემდეგ რაც მიიღწევა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხი. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ადასტურებს ჩვენი პარტნიორების ერთგულებას ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროკავშირის რეფორმების მიმართ. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთიანი, აყვავებული და სტაბილური ევროპისკენ. ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი მომავალი," - წერს ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი.