საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო დაინტერესებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, მომავალშიც აქტიურად იყოს ჩართულ.
მისი თქმით, ეს ფორმატი საშუალებას იძლევა, დაჩქარდეს და გაძლიერდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
"საქართველო დაინტერესებულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მომავალშიც აქტიურად იყოს ჩართული. მიგვაჩნია, რომ ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, რომ გავაძლიეროთ და ავაჩქაროთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ევროინტეგრაციის მიმართულებით, დაკავშირებადობა ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი კომპონენტი. გარდა იმისა, რომ ვახდენთ ჩვენი ქვეყნის ასოცირებას და ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში, ასევე ფიზიკურადაც ჩვენთვის, ინტეგრაციის პროცესი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა საქართველო ფიზიკურად დაუახლოვდეს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.