25 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
ევროკომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა, ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ გაითვალისწინებენ, ერთ მხრივ, მიღებულ რეკომენდაციებს და ასევე, ადამიანების აზრს, რომელიც გამოხატულია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ევროპულ მარშზე" იმყოფებოდა, სადაც განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, დიდი მოლოდინია, რომ ევროპული საბჭო გაითვალისწინებს მოქალაქეების აზრს. 

"ევროკომისიამ უკვე თავისი აზრი თქვა. ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. მათგან ველოდები, რომ გაითვალისწინებენ, ერთის მხრივ, მიღებულ რეკომენდაციებს და ასევე, ადამიანების აზრს, რომელიც აქ არის გამოხატული, ამ დონეზე," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ და იმედს გამოთქვამს, რომ 15 დეკემბერს ზეიმის შესაძლებლობა გვექნება.

"ამდენი ხალხი მოდის, ამდენმა თავისი ხმა მიაწვდინა ევროპას. ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა, მათ თავისუფალ აზრს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თავისუფალი აზრი იქნება გათვალისწინებული, ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის შემდეგ კიდევ ერთხელ ზეიმს. შემდეგ მომზადებას შემდეგი წლისთვის, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება.

ეს არის მშვიდობიანი მარში, მშვიდობიანი გამოხატულება ადამიანების აზრის და ნების, რაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ინიციატივით გამოიხატა. ბოლო ინიციატივაა, რომელსაც ყველა ვუერთდებით და გამოვთქვამთ იმ მთავარ მოწოდებას ევროკავშირისთვის რომ ჩვენ გვინდა ევროპა", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

 

დღის ამბები