უკრაინაში მიმდინარე ომი, ალბათ, მალე არ დასრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დიდი ხნის განმავლობაში შეგვეძლოს უკრაინის მხარდაჭერა მის თავდაცვით ბრძოლაში, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, განაცხადა. ოლაფშოლცის თქმით, უკრაინაზე თავდასხმით რუსეთმა სრულად გაანადგურა ურთიერთგაგება ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
"უკრაინა იბრძვის საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაცავად. ეს ომი არ დასრულდება ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვინდა. თუმცა უნდა ვიყოთ მომთმენები და დემოკრატიზმის ერთგულები - მხარდაჭერა ინტენსიურად უნდა განვაგრძოთ. მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, გერმანია განაგრძობს უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. დასავლურმა ძალებმა მერყეობა დაიწყეს, გერმანია კი კვლავ მყარ პოზიციას ინარჩუნებს უკრაინის სასარგებლოდ. არც ერთ ევროპულ სახელმწიფოში არ არის იმდენი უკრაინელი დევნილი, რამდენიც გერმანიაში. მე ვამაყობ, რომ გერმანია სწორ მხარეს დგას და მედგრად უმკლავდება რთულ გამოწვევებს,"- აცხადებს ოლაფშოლცი.