25 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
მჯერა, განსხვავებით წინა გადაწყვეტილებისგან, როცა საქართველო უსამართლოდ ჩამორჩა ტრიოს, ახლა სამართლიანობა აღდგება და საქართველო გააგრძელებს წინსვლას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ნინო წილოსანი

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან.

ნინო წილოსანის თქმით, დასკვნამ რეკომენდაციის გაცემასთან დაკავშირებით, პოზიტიური მოლოდინები გააჩინა. 

"დასკვნამ რეკომენდაციის გაცემასთან დაკავშირებით, მოგვცა პოზიტიური მოლოდინები, რომელიც გამყარებულია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს არაერთი ლიდერის მხრიდან გაკეთებული განცხადებით. მჯერა, რომ განსხვავებით წინა გადაწყვეტილებისგან, როცა უსამართლოდ საქართველო ჩამორჩა ტრიოს, ახლა სამართლიანობა აღდგება და საქართველო გააგრძელებს წინსვლას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საქართველო მხარს უჭერს უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემასთან. როგორც ერთი წლის წინ უკრაინა და მოლდოვა გარკვეულწილად გამოყვეს ამ ტრიოდან, ახლაც, ვფიქრობთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული უკრაინასა და მოლდოვაზე, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს,"- აცხადებს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი. 

დღის ამბები