25 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
კარტოფილსა და ზეთზე ფასები 30%-ით, პურზე 10%-ით, დიზელის საწვავზე კი 12%-ით შემცირდა - სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურის მონაცემებით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 0,1% შეადგინა

კატოფილსა და ზეთზე ფასები შემცირებულია 30 პროცენტით, პურზე 10%-ით, დიზელის საწვავზე კი 12 %-ით. სურსათსა და საწვავზე ფასების კლება საქართველოში ინფლაციის დაბალმა მაჩვენებელმა გამოიწვია და ნოემბერში ის 0,1 პროცენტით განისაზღვრა. სურსათი, მედიკამენტები, დიზელი - ნოემბერში, წლიურმა ინფლაციამ 0,1 პროცენტი შეადგინა. მონაცემები თითქმის ნულს უტოლდება. მაჩვენებლები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დათვალა. ირკვევა, რომ ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე საქართველოში 0,2 პროცენტით განისაზღვრა.

2,1 პროცენტს შეადგენს საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი. მონაცემებთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა ისაუბრა. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველომ ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები დაძლია და ფართო რეგიონში ქვეყანას ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ინფლაცია აქვს. ეკონომიკური გუნდი პოზიტიურ ციფრებს, მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულ მუშაობას უკავშირებს.

ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს მიმდინარე წლის აპრილიდან ჩამოცდა. ფინანსთა სამინისტროშიც ამბობენ, რომ მონაცემებზე ეკონომიკურმა ზრდამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ახალი სტატისტიკა მოულოდნელი არ ყოფილა ეკონომიკის ექსპერტებისთვის. ანალიტიკოსები იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრობენ, რის გამოც ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულზე დაბალია.

მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სამთავრობო გუნდში ინფლაციის მიმართულებით, წლის დასრულებამდეც პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

დღის ამბები