25 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„მიმდინარე წლის 9 დეკემბერს სრულდება ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილე და პარლამენტში ვგეგმავთ, რომ ეს იუბილე აღვნიშნოთ. ზურაბ ჟვანია გახლდათ სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში. ფაქტობრივად, მან პარლამენტი აქცია ისეთ ინსტიტუციად, სადაც კანონშემოქმედების სისტემატიზაცია და ასევე პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება მოხდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები