25 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს ძალისხმევისთვის - კვლავაც ველით მათგან ინტენსიურ პარტნიორობასა და თანამშრომლობას" - პაპუაშვილი

"მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს თავიანთი ძალისხმევისთვის. კვლავაც ველით მათგან ინტენსიურ პარტნიორობასა და თანამშრომლობას,"- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

"კახეთის სოფელ კარდენახში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩებთან გვქონდა მეგობრული, არაფორმალური შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, რაც, კანდიდატის სტატუსის მიღების წინ, კიდევ უფრო აქტუალური და დროული იყო.

გავმართეთ საუბრები ამ რთულ და საინტერესო გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს თავიანთი ძალისხმევისთვის. კვლავაც ველით მათგან ინტენსიურ პარტნიორობასა და თანამშრომლობას," - წერს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები