ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება ჯანდაცვის სამინისტროში დღეიდან იწყება. მათ სპეციალური საბჭო განიხილავს, რის შემდეგაც შეირჩევა ის რამდენიმე კლინიკა, სადაც ბავშვის მაქსიმალურად საჭირო მკურნალობის მიღებას შეძლებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მშობელი მიიღებს.
შესაბამისი პროცედურებისთვის თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან საავადმყოფოებთან ქართულმა მხარემ კონტრაქტები უკვე გააფორმა. ახალი პროგრამის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობას სრულად აფინანსებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.