თურქეთის ქალაქ სტამბოლში, მამაკაცმა ოჯახის 7 წევრი მოკლა, ერთი კი დაჭრა. 33 წლის ბახთიარ ალადაღმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა საკუთარი 10 წლის ვაჟი, მეუღლე, დედა, მამა, ბიძაშვილი, სიდედრი და მეუღლის ძმა. დამნაშავის და მძიმედ არის დაჭრილი. მოგვიანებით, მამაკაცმა თავი იმავე იარაღით მოიკლა.
სამართალდამცველებმა ალადაღის მეუღლე, მისი 10 წლის შვილი და სიდედრი, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ, ბუიუქჩექმეჯეს ტბასთან, გარდაცვლილები იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანაშაულის ჩადენის იარაღი და 9 ტყვია. პოლიციის ცნობით, მამაკაცი ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული და ოჯახის წევრებთან ხშირი კონფლიქტი ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი გახდა. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ მამაკაცს მკვლელობები წინასწარ ჰქონდა განზრახული და, პნევმატური იარაღით, მიზანში სროლაში ვარჯიშობდა.