მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს პარლამენტი დღეიდან იწყებს. ბიუროს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება. რის შემდეგაც, მინისტრობის კანდიდატების დარგების შესაბამის კომიტეტებში მოსმენა დაიწყება.
მინისტრობის პირველი კანდიდატი, რომელიც დეპუტატებთან ახალი თანამდებობიდან გამომდინარე საკუთარ ხედვებზე ისაუბრებს, მაკა ბოჭორიშვილი იქნება.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი სამთავრობო გუნდის სრულ შემდგენლობასთან ერთად პლენარულ სხდომაზე, კვირის ბოლომდე წარდგება.
შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს გარდა, ახალი ხელმძღვანელი ეყოლება იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. ამ თანამდებობებზე ანრი ოხანაშვილი და დავით სონღულაშვილი, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად ირაკლი კობახიძემ გუშინ დაასახელა.