ინგლისში, შტორმ “ბერტის“ შედეგად ძლიერმა ნალექმა ნორთჰემპტონში წყალდიდობა გამოიწვია, შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი.
ძლიერმა ნალექმა ქალაქის ქუჩები დატბორა და შენობები ნაწილობრივ ჩაძირა. მანამდე 200-ზე მეტი გაფრთხილება იყო გამოცემული მთელს ინგლისსა და უელსში წყალდიდობის შესახებ.
გაუქმდა მატარებლების მოძრაობა ლონდონიდან სამხრეთ-დასავლეთით და შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა ცენტრალურ ინგლისშიც.