26 ნოემბერი 2024,   10:39
ვრცლად
უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ან სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ

უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების ან სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ. პროექტის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პარლამენტს, ასევე, ევროპარლამენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს, წვლილი შეიტანონ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის დმიტრო ლუბინეცის სააკაშვილთან დაშვებაში.

ასევე, სალომე ზურაბიშვილს თხოვნით მიმართავს, შეიწყალოს ექს პრეზიდენტი ან ხელი შეუწყოს მის სამკურნალოდ გადაყვანას სხვა ქვეყანაში. მიმართვას ხელს ათობით დეპუტატი აწერს, მათ შორისა მმართველი ფრაქციის ლიდერი - დავით არახამია.

დღის ამბები