როგორც ჩანს, არ არის მზადყოფნა არც უკრაინის ნატოში მიწვევისა და არც ალიანსში წევრად მიღების თაობაზე - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე წერს.
პრეზიდენტის განცხადებით ეს ნიშნავს, რომ რჩება შესაძლებლობათა ფანჯარა რუსეთთან მოლაპარაკებებში, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე ვაჭრობისთვის. რუსეთისთვის კი ეს ტერორის გაგრძელების მოტივაციას ნიშნავს.
მისივე თქმით უპრეცედენტო და აბსურდულია, როცა არ არის განსაზღვრული დრო არც მოწვევისთვის და არც უკრაინის წევრობისთვის.
ზელენსკის განცხადებით მისთვის გაურკვეველია ფორმულირება „პირობების" შესახებ. გაურკვევლობა სისუსტედ მიაჩნია და სწორედ ამ საკითხების განხილვას აპირებს სამიტზე.