26 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
22 მომხრე და 33 წინააღმდეგი – პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

22 მომხრე და 33 წინააღმდეგი – პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა.

კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა თავიდან უყარეს კენჭი "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რაც პარლამენტმა 78 ხმით 14 წინააღმდეგ დაამტკიცა.

აღნიშნული ცვლილებების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში იქნება ცხრა წევრი და ის დაკომპლექტებული იქნება პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების რვა წარმომადგენლისგან. ცვლილებების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას.

დღის ამბები