26 ნოემბერი 2024,   12:59
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 12 საკითხი განიხილეს. მათ შორის კანონ პროექტები "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილებების შესაბამისად, სახელმწიფო, ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს. სხდომაზე აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს ინოვაციური ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტის მომხმარებლებზე, გაიზრდება წვდომა ინოვაციურ მედიკამენტებზე და გაუმჯობესდება სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობა.

აქვე, ხაზი გაესვა, რომ შედეგად, მკურნალობის დაფინანსება მეტი პაციენტისთვის იქნება შესაძლებელი ან გაიზრდება დაფინანსებული მედიკამენტების რაოდენობა მკურნალობის კურსის გათვალისწინებით. მართული შესვლის შეთანხმება მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა, მათ შორის, ამ მექანიზმს იყენებს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა.

დღის ამბები