"იმ შემთხვევაში თუ პრიგოჟინი "ვაგნერელების" ნაწილთან ერთად, გაურკვეველი გეგმებით და განზრახვით ბელარუსში აღმოჩნდება, საჭირო იქნება აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება" - ეს განცხადება ლიეტუვის პრეზინდეტმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
სად არის ამჟამად ევგენი პრიგოჟინი და რა ბედი ელის ვაგნერის დამფუძნებელს - მის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრიგოჟინი "კავშირზე ჯერჯერობით არ გამოსულა, თუმცა ის მოგვიანებით ყველა შეკითხვას უპასუხებს".
ამავე წყაროს ცნობით, მოსკოვისკენ მიმავალი კოლონების უკან დაბრუნების გადაწყვეტილება რუსეთში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად იქნა მიღებული.
ვრცელდება ასევე ცნობები, რომ ამბოხის დღეს ვაგნერის ჯგუფმა რუსული არმიის 6 ვერტმფრენი და 1 სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო.
ერთ-ერთი რუსი ჟურნალისტი "ტელეგრამში" წერს იმასაც, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავის ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა.