26 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით სერგო შუბითიძე სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.

2 თვის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით შუბითიძე ამტკიცებდა, რომ სამი წლის წინანდელი საქმე ბაჩალიაშვილის შესახებ გაყალბებულია. ამ განცხადებიდან მალევე პროკურატურამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გამოძიება დაიწყო.

დეტალების ხელახლა შესწავლის შემდეგ საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, რომ შუბითიძის ჩვენება არაერთ ტყუილს შეიცავდა და მისი მიზანი ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანა იყო.

დღის ამბები