შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკური სამუშაო ჯგუფის (ITWG) 26-ე ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებს. შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართეს ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკური სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა - მაიკლ ქერიმ და მარია ვალენიუსმა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მიმართულებით სამინისტროს შესაძლებლობები და რეაგირების მექანიზმები, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მიმოიხილა ქბრბ საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგია.
კონფერენციის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ბირთვული ექსპერტიზის საერთაშორისო ტექნიკურ სამუშაო ჯგუფს სიმპოზიუმის საქართველოში ჩატარებისა და ბირთვული ექსპერტიზის მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისთვის.