26 ნოემბერი 2024,   12:55
ვრცლად
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

ღონისძიების ფარგლებში მხარეები თანამშრომლობის გაძლიერების გზებს, სააგენტოს მიერ მომზადებულ ინიციატივებს და მიღწეულ შედეგებს განიხილავენ.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საერთაშორისო დონორების ჩართულობა ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

"კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის პრიორიტეტულია, საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნოთ ის მიღწევები, რომლებიც ჩვენ ბოლო წელს გვქონდა. გარდა ამისა, წარმოვადგინოთ რამდენიმე წინადადება, რომელიც შემდგომი ჩვენი თანამშრომლობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,"-აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

დღის ამბები