26 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
რუსთავში ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართულობის ახალი პლატფორმა "თაობა მომავლისთვის" ჩამოყალიბდა

რუსთავში ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართულობის ახალი პლატფორმა "თაობა მომავლისთვის" ჩამოყალიბდა. ჯგუფი რუსთაველი ახალგაზრდებით დაკომპლექტდება და ისინი ქალაქის განვითარების ახალგაზრდულ კონცეფციას რუსთავის მერს წარუდგენენ.

"თაობა მომავლისთვის" წევრები სასკოლო არჩევნების შედეგად გამოვლენილი "სკოლის ელჩები" და ონლაინ რეგისტრაციით შერჩეული სტუდენტები იქნებიან. ჯგუფის შექმნის იდეა რუსთავის მერიას ეკუთვნის.

"ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენ წელს დავიწყეთ „თაობა მომავლისთვის“. პროექტის გაგრძელება არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მუდმივად გვქონდეს ახალგაზრდებთან ფორმატი, სადაც შევიკრიბებით და ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელებთ," - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დღის ამბები