პარლამენტის ნდობის ჯგუფში, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს მოუსმინეს.
შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმის შესრულების პროგრესი, გეგმის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ისახავს მიზნად.
ნდობის ჯგუფის სხდომას, ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი გრიგოლ ჭელიძე.