26 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ევროკომისია თუ არ მოხსნის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საკითხს, მაშინ კანონპროექტის ამოქმედების ვადა მომდევნო წლის პირველი მარტი იქნება - მამუკა მდინარაძე

ევროკომისია თუ არ მოხსნის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საკითხს, მაშინ კანონპროექტის ამოქმედების ვადა მომდევნო წლის პირველი მარტი იქნება, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხი, რომელიც უმრავლესობის სხდომაზე დღეს აქტუალური იყო, ეს იყო სწორედ დეოლიგარქიზაციის საკითხი.

"მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის დასკვნით, ექვსივე რეკომენდაცია იქნა გაზიარებული, მოწონებული როგორც მოხდა კანონში ასახვა მათი რეკომენდაციების. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა საკვანძო საკითხი არის გათვალისწინებული. ერთადერთი, მინიშნება, შეიძლება, ასე დავარქვათ, იყო პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ, თავისი არსით ევრორეკომენდაციებში შესული ეს თემა გულისხმობს პერსონალიზაციას, ამიტომ ჩვენ რომ არ დავიწყოთ მსჯელობა და კიდევ დამატებით ინსინუაციები რომ არ მოჰყვეს ამას ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციების დაუმთხვევლობაში და რომ არ ვეძებოთ რაღაც შეთქმულების თეორიები, ჩვენ მოვიქცევით ასე – დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ჩაიწერება ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი. სწორედ ამ არგუმენტიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, თუ ასე მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შემდეგი წლის დასაწყისში, პირველივე სხდომაზე გამარტივებული წესით საერთოდ არ ავამოქმედოთ ეს კანონი. სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციების გათვალისწინებით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს და ავამოქმედებთ კიდეც მომდევნო წლის პირველი მარტიდან. აქ არანაირ და ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ," – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები