26 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
"უკრაინაში, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაზე წყდება, შეინარჩუნებს თუ არა თავისუფლება და ცივილიზაცია გლობალურ ლიდერობას ამ საუკუნეში" - ზელენსკი

გასულ ღამით რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 6 დასახლება დაბომბეს - დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ძლიერი აფეთქებები იყო ზაპოროჟიეს ოლქშიც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში. უკრაინულმა მხარემ იერიში მიიტანა რუსეთის სამხედრო ბაზად ქცეულ ქარხანაზე. მელიტოპოლის გარდა, უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათში მათ შეუტიეს ოკუპანტების კონცენტრირებულ 9 ზონას, განადგურებულია 4 საარტილერიო დანადგარი, 3 საკონტროლო პუნქტი, საწვავის საწყობები, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემას და ომის რადიოსადგური.

რუსეთში, ბელგოროდის ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შესახებ იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები. ბელგოროდში საბრძოლო ოპერაციები კრემლმა შეაფასა, როგორც უკრაინელი დივერსანტების შეჭრა და კიევის მცდელობა, გადაეტანა ყურადღება ბახმუტის დაკარგვისგან.

პარალელურად, ირანული დრონების რუსეთისთვის მიწოდების გამო ვაშინგტონი თეირანს დამატებითი შეზღუდვების პაკეტს უწესებს. ამის შესახებ განცხადება შვედეთში, ენტონი ბლინკენმა გააკეთა. ამავე დროს პენტაგონი უკრაინას 300 მილიონი დოლარის ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს.

კიევს დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს იტალიაც. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის შეიარაღებული ძალების, სახმელეთო ჯარების მთავარსარდლებზე, ასევე გაერთიანებული ძალების მეთაურზე - ძებნა გამოაცხადა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი ნაევიც.

ამასთან, უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძებნებიან უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები.

"რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს უკრაინული ქალაქისა და სოფლის ცაზე. როდესაც რუსი ტერორისტების ნებისმიერი თავდასხმა წარუმატებლად დასრულდება ტერორისტებისთვის, მათი დამარცხება გახდება ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების წყარო. ახლა უკრაინაში, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაზე წყდება, თავისუფლება და ცივილიზაცია შეინარჩუნებს თუ არა გლობალურ ლიდერობას ამ საუკუნეში.“ - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები