საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე გარდაიცვალა. იგი რამდენიმე დღე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
ზურაბ ქურციკიძე ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტორეპორტიორი იყო.
"რუსთავი 2" მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.