ნატოს წევრ ქვეყნებსა და პარტნიორებში უკრაინისთვის დახმარების გაწევის მხრივ დაღლილობის ნიშნებს ვერ ვხედავთ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ოსლოში.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ნატო-ს გენმდივანი ამბობს, რომ დასავლეთში უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ იზრდება და განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, კიევის “დახმარების პოლიტიკური ნება” ნარჩუნდება.