26 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
შეტაკებები კოსოვოში - სერბებსა და ნატო-ს ძალებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

შეტაკებები კოსოვოში. ჩრდილოეთით მცხოვრებ სერბებსა და ნატო-ს ძალებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. დაპირისპირების მიზეზი ახლადარჩეული ალბანელი მერების მუნიციპალურ შენობაში შესვლის წინააღმდეგობა გახდა. 

დემონსტრანტებმა მერიის წინ პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, ძალოვნებმა კი, მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. მომიტინგეებმა პოლიციას ქვები და ჯოხები ესროლეს. ისმოდა სროლის ხმაც. 
 
შექმნილი ვითარების გამო,  სერბეთის პრეზიდენტმა - არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა.
 
შეგახსენებთ სერბებს აპრილში გამართულ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ და ამიტომ უარს აცხადებენ ალბანეთის წარმომადგენლების ხელისუფლებაში მიღებაზე.
დღის ამბები