ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რეგიონებში, სადაც საომარი მდგომარეობა მოქმედებს, არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარების საშუალებას იძლევა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ რეგიონებში არჩევნების დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო თავდაცვის სამინისტროსთან და უშიშროების ფედერალურ სამსახურთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.