26 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ქვეყანაში შემოტანილ ფქვილზე დროებითი, საიმპორტო საფასური ძალაში სავარუდოდ 10 ივნისიდან შევა

ქვეყანაში შემოტანილ ფქვილზე დროებითი, საიმპორტო საფასური ძალაში სავარუდოდ, 10 ივნისიდან შევა.

ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის მთავრობის ამ ინიციატივაზე გაკეთდა აქცენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

მას მარცვლეულის, ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციებისა და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უწყების მინისტრის ინფომრაციით, საიმპორტო საფასური, სავდარუდოდ, 5 თვის ვადით დაწესდება და შესაბამის დადგენილებას მთავრობა უახლოეს მთავრობის სხდომაზე მიიღებს.

შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ეს გადაწყვეტილება შეჯერებული პოზიციაა, რის გამოც ქვეყანაში პურის ფასი არ გაიზრდება.

დღის ამბები