საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 17 საათსა და 10 წუთზე საქართველოს ჰიმნი, ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში, ერთდროულად აჟღერდა.
ზუსტად ამ დროს, 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
თავისუფლების მოედანზე ჰიმნი 300-მა ბავშვმა შეასრულა.
დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო, საზეიმოდ ქვეყნის მასშტაბით აღინიშნა.