26 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისთვის და უფრთხილდებოდით მას - აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აშშ-ის საელჩო საქართველოს საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
 
"ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან:
 
თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის.
 
შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
 
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!" - წერია საელჩოს მილოცვაში.
დღის ამბები